Thursday, October 16, 2008

’’ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი მდინარე, მაგრამ, ხანდახან, არ ვიცით ხოლმე...’’/გ. დოჩანაშვილი/


პროექტის სახელი: ჩვენი მდინარე

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ირჩევენ საქართველოს(საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე) მდინარეს, აგროვებენ მასზე ინფორმაციას და ეცნობიან.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეთა ჯგუფი ირჩევს საქართველოს რომელიმე დიდ ან პატარა მდინარეს(ღელე, ნაკადული, წყარო...), აგროვებს მასზე ინფორმაციას სხვადასხვა კუთხით:

გეოგრაფიული(სათავე, ხეობა, შესართავი, შენაკადები, კალაპოტი, კვების რეჟიმი, წლიური ჩამონადენი და ა. შ.), ისტორიული(მნიშვნელობა მოსახლეობისთვის, ისტორიული ფაქტები, წყაროები, რომლებშიც გვხვდება ეს მდინარე,როდიდან სახლობენ ამ მიდამოებში, როგორ იყენებდნენ და ა. შ.), ბუნებრივი მონაცემები(ფლორა, ფაუნა, ეკოლოგიური პრობლემები, გადაჭრის გზები და სხვა), ფიზიკური(დინების საიჩქარე სხვადასხვა ადგილას, ტემპერატურა, წყლის მექანიკური ენერგია, წყლის ხარჯი, შეიძლება თუ არა წისქვილის, ჰესის აშენება და ა. შ.), ქიმიური(წყლის ანალიზი, სისუფთავისა და სიხისტის განსაზღვრა სათავეში და დასახლებულ პუნქტებთან, ვარგა თუ არა საბანაოდ და სასმელად და ა. შ.), მათემატიკური(სიგრძე, სიგანე, სიღრმე, სხვადასხვა გაანგარიშებები...), ლიტერატურული(არის თუ არა ეს მდინარე ლიტერატურულ ნაწარმოებებში, პროზასა თუ პოეზიაში, ფოლკლორში...), მხატვრული(არის თუ არა რომელიმე მხატვრის შთაგონების წყარო,ან თვითონ ქმნიან ნახატებსა და ფოტოებს...).

აწყობენ კვლევით ექსპედიცია-ექსკურსიას მდინარის ხეობაში,თუ შესაძლებელია, იკვლევენ სათავეს,შენაკადებს(რუკის დახმარებით, ან თავად ადგენენ ადგილის ტოპოგრაფიულ რუკებს),

ატარებენ გაზომვა-აღრიცხვით სამუშაოებს,იღებენ ინტერვიუს მოსახლეობისაგან(ლეგენდები, თქმულებები, სახელის ეტიმოლგია, სიმღეები დასხვ.),ქმნიან ფოტო და ვიდეო მასალას,ჩანახატებს, ცხრილებს და სხვა.

მონაწილეთა ასაკი:12-18 წლის

ვადები/ხანგრძლივობა:2008წ ნოემბერი-2009წ მაისი

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:დამხმარე ლიტერატურაზე მუშაობა, კითხვარის

შედგენა, მარშრუტის დადგენა, რუკაზე მუშაობა, დისკუსია,წყლის ანალიზი,სასკოლო გამოფენა,

ლიტერატურული საღამოს მოწყობა, ელ-ჟურნალის შექმნა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: ალბომი, ჩანახატები, ელ-ჟურნალი, ბლოგი,სქემები, ცხრილები, გრაფიკები.მოსწავლეები გაეცნობიან ქვეყნის ერთერთი სიმდიდრის___ წყლის რესურსის მდგომარეობას საქართველოში,ეკოლოგიურ პრობლემებს, კულტურულ მემკვიდრეობას; გამოუმუშავდებათ გარემოს დაცვის, მასზე ზრუნვის, პრობლემის გადაჭრის გზების ძიების, ინფორმაციის მოძიების, პროექტზე მუშაობის, ურთიერთთანამშრომლობის, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევები.

სარგებელი სხვებისთვის: წარმოდგენილი მასალის გაცნობით მნახველები უკეთ გაიცნობენ საქართველოს მდინარეების მდგომარეობას, მათ ეკო-პრობლემებს, გადაჭრის გზებს, გაეღვიძებათ გარემოს დაცვის და საქართველოს სახვადასხვა კუთხეში მოგზაურობის სურვილი.

სამუშაო ენა: ქართული

საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

გეოგრაფია: სტანდარტით გათვალისწინებული შედეგები: გეგმავს, აგროვებს, ამუშავებს და აანალიზებს გეოგრაფიული კვლევისთვის საჭირო ინფორმაციას.ადგენს თემატურ რუკებს, ჩამოთვლის საქართველოში წყლის დაბინძურების ძირითად წყაროებს და მსჯელობს დაბინძურების შესუსტების შესაძლო გზებზე, შედეგებს გამოსახავს ცხრილის სახით.აღწერს წყალდიდობებს, წყალმოვარდნას, ღვარცოფს და ვარაუდობს მათი თავიდან აცილების შესაძლო ღონისძიებებს.

ისტორია: მხატვრული ლიტერატურიდან ან ფოლკლორიდან , ან ყოველდღიური ცხოვრებიდან მოიძიებს ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა ბუნებრივ პირობებში მცხოვრებთა ყოფის შესახებ და ადარებს ერთმანეთს. ისტორიულ მოვლენებს უკავშირებს გეოგრაფიულ ობიექტებს.

ბუნებისმეტყველება: აღრიცხვა, კლასიფიკაცია, ჰიპოთეზის გამოთქმა, ცდის ჩატარება, გარემოზე ზრუნვა, პასუხისმგებლობა და სხვ.

ლიტერატურა: გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივ მოქმედი პროცესი. ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება. სხვადასხვა სახის ლექსიკონებით, ხელთ არსებული სხვადასხვა საშუალებით(ბიბლიოთეკა, ინტერნეტი და სხვა) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება...

ხელოვნება:თანაგუნდელებთან ერთად განსაზღვრავს პროექტის იდეას, მონაწილეობას იღებს პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში,ასახავს ნამუშევარში გარემოზე დაკვირვების შედეგებს, იყენებს გამომსახველობით ხერხებს...

მათემატიკა: პრობლემის განსაზღვრა და მისი ჩამოყალიბება, მათ შორის არასტანდარტულ ვითარებაში.

პროექტის ფასილიტატორები: ირმა თიკანაძე, ირინა კვირიკაშვილი, ზაირა გიორგაძე

ფასილიტატორის ელ-ფოსტა:irmatikanadze@gmail.com irinakvirikashvili@gmail.com

პროექტის ფორუმი:  ’’ჩვენი მდინარე’’

პროექტის ვებ/ბლოგი: www.chvenimdinare.blogspot.com